საქართველო პატარა მაგრამ გამორჩეულად ლამაზი ქვეყანაა,სადაც ყველა კუთხეს თავისი ტრადიციული კერძი გააჩნია, მაგალითად სამეგრელო გამოირჩევა ცხარე კერძებით,რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში,თუმცა დღეს კონკრეტულად ვისაუბრებ ,,ელარჯზე" რომელიც ყველას ძალიან უყვარს, არ არის რთული მოსამზადებელი,მაგრამ არსებობს პატარ-პატარა დეტალები,რომლის მეშვეობითაც ჩვენ მიერ მომზადებული ელარჯი არის უგემრიელესი.
რეცეპტი: პირველ რიგში ელარჯის მოსამზადებლად საჭიროა,რომ ღერღილი კარგად გავრეცხოთ,რადგან მასში არსებული ბაქტერიებისგან გავასუფთაოთ, რამდენიმეჯერ გამოვავლოთ წყალში, მანამ ღერღილი თეთრ შეფერილობას არ მიიღებს, შემდეგ წყლით სავსე ქვაბში ვყრით და ვადუღებთ კარგათ,წამოდუღების შემდეგ ვყრით ასევე გაცრილ მჭადის ფქვილს,და კარგად ვზელთ, სანამ მასა არ დასქელდება, 15 წუთით ვაჩერებთ გაზზე და შემდეგ ისევ რამდენიმეჯერ ვიმეორებთ,ამასობაში სულუგუნის ყველს ვჭრით თხლად და ღომის მასაში ვყრით ნაჭრებად,

თანდათან ვზელთ კარგად,ისევ ცოტახანი ვაჩერებთ გაზზე და დრო და დრო ვზელთ, იმისათვის,რომ ყველი გახდეს ელასტიური და ელარჯი კარგად გაიწელოს.
ჩვენ ახლა ვხედავთ თუ,როგორ იწელება ელარჯი, სანამ ასე არ გაიწელება მანამდე ვურევთ კარგად.ბოლოს კი თეფშზე ვანაწილებთ და მივირთმევთ გემრიელად.
No comments:
Post a Comment